Thursday, July 17, 2014
დღე მეცხრე
მაგარი დღე გვქონდა. შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა. ძაან კმაყოფილები დავრჩით ყველანი. გვანცა დიდი მადლობა ყველაფრისთვის, შენ მართლაც დიდი შრომა ჩადე ჩვენში.
Monday, July 14, 2014
დღე მერვე
გავიარეთ მეშვიდე მოდული. გავიაზრეთ ფასილიტაცია. ვემზადები ჩემი პროექტის პრეზენტაციისთვის, თეთრი და შავი ოპონენტობისთვის.
Friday, July 11, 2014
დღე მეშვიდე
დღეს წარვადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. განვიხილეთ მეექვსე მოდული, გარდნერის და ბლუმის მატრიცა სააზროვნო ჩვევები. მივიღეთ კარგი რჩევები ერთმანეთისგან და გვანცასგან. გავაკეთეთ ბლოგზე ჩანართები,დიზაინი, ფონი. გვანცა მადლობა...............
Tuesday, July 8, 2014
დღე მეექვსე
დღეს ჩვენზე გაკეთებული კომენტარები განვიხილეთ.ვნახეთ შეფასების რუბრიკები, გავაკეთეთ კომენტარები. ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოს გადმოწერა. მაქვს დავალება შესასრულებელი. ცოტა დავიბენი...
Sunday, July 6, 2014
Saturday, July 5, 2014
დღე მეხუთე
დღეს განვიხილეთ გუგლ დრაივზე დარედაქტირება, ბლოგზე ჩაშენება, საავტორო უფლებები. მაქვს დავალება შესასრულებელი და ალბათ გამიჭირდება.
გვანცა ძაან მაგარი ხარ.......
გვანცა ძაან მაგარი ხარ.......
Wednesday, July 2, 2014
დღე მეოთხე
დღეს წარვადგინეთ ჩვენი დავალებები-სასწავლო გეგმის შაბლონი. გვანცამ ყველაფერი გულდასმით განგვიმარტა. აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნებს. განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. მოვარგეთ ჩვენს პროექტებს. ვემზადებით პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის
Sunday, June 29, 2014
დღე მესამე
ჩემი პროექტის იდეა გავამარტივე. წარვადგინე პროექტის ბუკლეტი, შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებ. ვიმუშავეთ შაბლონის შევსებაზე,გვანცამ შინაარსობრივი მხარე ძაან მაგრად გაგვაგებია.აგვიხსნა და გვაჩვენა ბევრი ნიმუში.ვისწავლე ზოგადი, თემატური შინაარსობრივი კითხვების სწორად ფორმულირება.
Thursday, June 26, 2014
დღე მეორე
განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა,პროექტების მახასიათებლების ჩეკლისტი,ჩეკლისტის მომზადება, ბუკლეტების ნიმუშები. ინტერნეტიდან სურათები გადმოვიტანე, ჩავსვით ბუკლეტში. ამ ყველაფერს გამოვიყენებ პროექტის დაწყებამდე, პუბლიკაციის მოსამზადებლად.
Monday, June 23, 2014
პირველი დღე
დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი. მე ეს ნამდვილად მჭირდებოდა. პროექტებით სწავლას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. ისტით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესოს და სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს მოსწაავლეებისთვის. მაგარიააააააააააააააააა. ინტელის პროგრამა დამეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)